რატი იონათამიშვილი: როგორც ჩანს, რუსეთის მხარემ დაუფასა ხოშტარიას, რომ ის ეწევა ჰიბრიდულ ომს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

“ეს აღარ არის უკვე ორმაგი სტანდარტი. ეს გაცილებით უფრო მძიმე შემთხვევა არის და ჩვენს მოქალაქეებს აქვთ გონივრულად საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს თანხები სინამდვილეში არის ჰონორარი ზუსტად ხოშტარიას რადიკალური ქმედებებისთვის. როგორც ჩანს, რუსეთის მხარემ დაუფასა მას ის აქტიურობა, რაც მას აქვს ჩვენს ქვეყანაში და რომ ეწევა ჰიბრიდულ ომს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და სწორედ ამას უკავშირდება ჰონორარების ასეთი მნიშვნელოვანი გაზრდა“, – აცხადებს იონათამიშვილი.

ცნობისთვის, “კურიერის” ინფორმაციით, “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს, რუსეთიდან 22 მაისს 2 მილიონ ნახევარზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა. საერთო ჯამში კი, 2021 წლიდან, ხოშტარიების ოჯახის მიერ მიღებული თანხა 5 მილიონ 279 ათასი რუბლია. ბოლო 3 წლის განმავლობაში, ტრანზაქცია რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან 7-ჯერ განხორციელდა. ბოლოს მიღებული თანხა რამდენჯერმე მეტია წინა წლების ჩარიცხვებთან შედარებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები