შსს: მესტიაში მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მესტიაში მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. უწყების ცნობით, საქმეს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა იძიებს.
“მესტიაში მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა იძიებს. ფაქტთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი მოკვლევა გუშინვე დაიწყო. ღამევე მოხდა ინციდენტში მონაწილე ყველა პირის გამოკითხვა“, – აცხადებენ შსს-ში.
გავრცელებული ინფორმაციით, მესტიის პოლიციის უფროსმა და მისმა მოადგილემ ქვეშევრდომს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.