რომის პაპის სპეციალური წარმომადგენელი კიევშია

რომის პაპის სპეციალური წარმომადგენელი, კარდინალი მატეო ძუპი კიევში ჩავიდა, სადაც ორი დღის განმავლობაში დარჩება.

მატეო ძუპის ვიზიტის დაწყების შესახებ, “ტვიტერში”, ვატიკანში უკრაინის ელჩმა, ანდრეი იურაშმა დაწერა.

“კარდინალმა მატეო ძუპიმ, როგორც მისი უწმინდესობის წარმომადგენელმა განაცხადა, უკრაინაში ვიზიტი დაიწყო. უკრაინა მიესალმება ვატიკანის ინტერესს რუსეთის მიერ დაწყებული სისხლიანი ომის მიმართ და სურვილს, ღრმად შეისწავლოს რეალობა. ომის შედეგების ახლო გაცნობა, რა თქმა უნდა, დაეხმარება სამართლიანობის სახელით სწორი პასუხების მიღებას”, – დაწერა დიპლომატმა.

მანამდე, წმინდა საყდრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში იყო ნათქვამი, რომ „ეს არის ინიციატივა, რომლის მთავარი მიზანია სამართლიანი მშვიდობის მიღწევის შესაძლო გზებზე უკრაინის ხელისუფლების ყურადღებით მოსმენა, ასევე, ჰუმანური ჟესტების მხარდაჭერაა, რომელიც ხელს შეუწყობს დაძაბულობის შემცირებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ რომის პაპმა ფრანცისკემ კარდინალ ძუპის უკრაინის ომთან დაკავშირებული სპეციალური მისია დაავალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები