“ევროკომისიას უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა 15 სექტემბრამდე სურს” – პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი

პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტ ტელუსმა ევროკომისიისგან 15 სექტემბრამდე უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის შესახებ რეზოლუციის პროექტი მიიღო.

ამის შესახებ მან “ტვიტერში” დაწერა.

„ევროკომისიისგან ახალი რეგულაციის პროექტი მივიღეთ, რომელიც ევროკავშირის ხუთ ქვეყანაში ოთხი პროდუქტის იმპორტს კრძალავს. პროექტში ასახული მოქმედების ვადა – მიმდინარე წლის 15 სექტემბერია. ეს არის პროექტი, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ის ძალაში ხვალ შევა“, – დაწერა მინისტრმა.

2 მაისს ევროკავშირმა უკრაინული ხორბლის, სიმინდის, რაფსის და მზესუმზირის იმპორტზე აკრძალვა 5 ივნისამდე დააწესა, რომ ამ გზით მოხდეს ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში მარცვლეულის ჭარბი მიწოდების შემცირება.

წინა პერიოდში ეს ქვეყნები ჩიოდნენ, რომ იაფი უკრაინული მარცვლეული შიდა წარმოებას წამგებიანს ხდის.

ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ამ პერიოდში უკრაინული ხორბლის, სიმინდის, რაფსის და მზესუმზირის თესლის გაყიდვა შესაძლებელია ევროკავშირის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები