ანდრია გვიდიანი: რატომ არავინ გმობს ელენე ხოშტარიას რუსულ ფულს? სინამდვილეში, ხოშტარიას ე.წ. პარტნიორებიც ამ რუსული რუბლების ბენეფიციარები გამოდიან

„ხოშტარიას და მისი თანამოაზრეების ლოგიკით, ლяკას რუსული ფული უსუნოა, ხოლო აქ ჩამოსული რუსი ტურისტების ფული ყარს. უტიფრობის რა მასშტაბზეა საუბარი, წარმოგიდგენიათ?!“, – წერს ანდრია გვიდიანი გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლის თანახმადაც, “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2 მილიონ ნახევარზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.

ექსპერტის თქმით, ელენე ხოშტარია დგას ყველა რუსული პროვოკაციის ავანგარდში და, ამ ყველაფრის ფონზე, საზოგადოების მცირე ნაწილს მაინც პროდასავლელ პოლიტიკოსად ასაღებს თავს.

მისივე თქმით, თავიდან ბოლომდე სიყალბეა ხოშტარიას და მისი მოკავშირეების ანტირუსული ისტერიკა.

„ქალი, რომელიც დღისით, მზისით, პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება, ბედავს და ხალხს რუსეთუმეობას აბრალებს. გამოდის და რაღაც დასავლურ ღირებულებებზე ისე გველაპარაკება, წარბიც არ ეხრება.
ხოშტარიას და მისი თანამოაზრეების ლოგიკით, ლяკას რუსული ფული უსუნოა, ხოლო აქ ჩამოსული რუსი ტურისტების ფული ყარს. უტიფრობის რა მასშტაბზეა საუბარი, წარმოგიდგენიათ?!
ეს ქალი არის დღეს “რუსეთთან ბრძოლის” მთავარი სახე;
ეს ქალი ყოველთვიურად ფინანსდება მილიონობით რუბლით რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან!;
ეს ქალი დგას ყველა რუსული პროვოკაციის ავანგარდში;
ეს ქალი არის ყველა ანტირუსული ისტერიკის მთავარი მოქმედი გმირი;
და ამ ყველაფრის ფონზე, საზოგადოების მცირე ნაწილს, მაინც პრო-დასავლელ პოლიტიკოსად ასაღებს თავს.
მაგრამ, აქ მთავარი სხვა რამეა. მე მაინტერესებს იმ ხალხის პოზიცია, ვინც ამ ქალთან თანამშრომლობს. რატომ არ აქვთ რეაქცია ამ აშკარა უტიფრობაზე, რატომ არავინ გმობს ღიად ელენე ხოშტარიას რუსულ ფულს? სინამდვილეში ხოშტარიას ე.წ. პარტნიორები, რომლებიც მის რუსულ ფინანსებზე სირაქლემას პოზას იკავებენ, ისინიც ამ რუსული რუბლების ბენეფიციარები გამოდიან.
ასე რომ, თავიდან ბოლომდე სიყალბეა ხოშტარიას და მისი მოკავშირეების ანტირუსული ისტერიკა – ეს სიგიჟე უნდა დასრულდეს”, – წერს ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები