ვლადიმერ ბოჟაძე – დავით კეზერაშვილზე: მილიონობით ლარს ახარჯავს ურეიტინგო ტელეკომპანიას, რომელიც ნაძარცვი ფულით შექმნა, თვალის ასახვევად მისი წილების ნაწილი თანამშრომლებს გადასცა და ახლა ,,ფორმულას” შესახებ ,,სიმართლის” გავრცელებაში იხდის ფულს

FARA-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ბიუჯეტის ქურდი, ქართული ჯარის ფულის მიმთვისებელი, ქართული ბიზნესის რეკეტი და ევროკავშირის მოქალაქე პენსიონერების მძარცველი, ოლიგარქი დავით კეზერაშვილი 420 000(ოთხასოცი ათასი) დოლარს იხდის მხოლოდ იმაში რომ, ურეიტინგო ,,ფორმულას” შესახებ ამერიკულ მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს, – ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციას „ფორმულას“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ.

მისი თქმით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ტელეკომპანია „ფორმულა“ ნაძარცვი ფულით შექმნა, საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად კი, წილების ნაწილი თანამშრომლებს გადასცა. ბოჟაძე ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ „ბიბისის“ ცნობილმა სიუჟეტმა, სადაც კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ იყო საუბარი, მას ფული და შრომა წყალში ჩაუყარა.

„FARA-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბიუჯეტის ქურდი, ქართული ჯარის ფულის მიმთვისებელი, ქართული ბიზნესის რეკეტი და ევროკავშირის მოქალაქე პენსიონერების მძარცველი, ოლიგარქი დავით კეზერაშვილი 420 000(ოთხასოცი ათასი) დოლარს იხდის მხოლოდ იმაში რომ, ურეიტინგო ,,ფორმულას” შესახებ ამერიკულ მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს. მილიონობით ლარს ახარჯავს ურეიტინგო ტელეკომპანიას, რომელიც ნაძარცვი ფულით შექმნა, თვალის ასახვევად მისი წილების ნაწილი თანამშრომლებს გადასცა და ახლა ,,ფორმულას” შესახებ ,,სიმართლის” გავრცელებაში იხდის ფულს. როგორც ჩანს კეზერას კიდევ უფრო ძვირი დაუჯდებოდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში ,,მედიამენეჯერად” მოხსენიება, თუმცა BBC-ის ცნობილმა სიუჟეტმა ეს ფულიც და შრომაც წყალში ჩაუყარა. დღეს კეზერას წინააღმდეგ გამოძიებას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მიმდინარეობს და სწორედ ამ გამოძიებისთვის ერთგვარი ,,იმუნიტეტის” შექმნის მცდელობაა ლობისტური კამპანიის დაფინანსება, თუმცა მილიარდობით ნაძარცვი ფულიდან რამდენი მილიონიც არ უნდა დახარჯოს ,,პატიოსანი ადამიანის” იმიჯის შექმნაში, ვერ საქართველოს და ვერ ევროკავშირის მართლმსაჯულებას ოლიგარქი კეზერაშვილი ვერსად დაემალება, ვერც მისი მართვადი ,,ნაცმოძრაობა”, ვერც რადიკალური პოზიცია და ვერც მოსყიდული ენჯეო და მედია სექტორი უშველის!“ – წერს ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები