კიევს დღეს ვატიკანის სპეციალური სამშვიდობო წარმომადგენელი ეწვევა

ვატიკანის სპეციალური წარმომადგენელი, კარდინალი მატეო ძუპი დღეს, ორდღიანი ვიზიტით, კიევში ჩავა.

ამის შესახებ ინფორმაციას წმინდა საყდრის პრესსამსახური ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ კარდინალი კიევს რომის პაპის დესპანის სახით ეწვევა.

„ეს არის ინიციატივა, რომლის მთავარი მიზანია სამართლიანი მშვიდობის მიღწევის შესაძლო გზებზე უკრაინის ხელისუფლების ყურადღებით მოსმენა, ასევე, ჰუმანური ჟესტების მხარდაჭერაა, რომელიც ხელს შეუწყობს დაძაბულობის შემცირებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ რომის პაპმა ფრანცისკემ კარდინალ ძუპის უკრაინის ომთან დაკავშირებული სპეციალური მისია დაავალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები