“რუსეთმა მაისში უკრაინაში 300 დრონი გამოიყენა” – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მაისში 300 “შაჰედი” გამოიყენა, რაც ომში უპილოტო საფრენი აპარატების ჩართულობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი გახდა.

ამის შესახებ ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ყოველდღიურ მოხსენებაშია ნათქვამი.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ “შაჰედების” გაშვების ასეთი მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა, უკავშირდებოდეს იმას, რომ რუსებს სურთ აიძულონ უკრაინა დახარჯოს უახლესი საჰაერო თავდაცვის რაკეტების მარაგი. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა წარმატებას მიაღწია, რადგან უკრაინამ დრონების, სულ მცირე, 90% ძველი საჰაერო თავდაცვის რაკეტების და ელექტრონული ჩამკეტების გამოყენებით ჩამოაგდო.

“რუსეთი ასევე ცდილობდა უკრაინული ძალების განადგურებას ფრონტის ხაზებს მიღმა. თუმცა, რუსეთი ძალიან არაეფექტურია ასეთ დისტანციებზე ცუდი დამიზნების პროცესის გამო”, – ნათქვამია მოხსენებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები