“უკრაინა ნატოს ინტერესებში იბრძვის, ამიტომ, ალიანსში მოკლე გზას იმსახურებს” – მატეუშ მორავეცკი

პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ, რომელიც მოკავშირე ქვეყნებს ემუქრება, ნატოს ინტერესებიდან გამომდინარე იბრძვის, ამიტომ იმსახურებს, რომ გახდეს ალიანსის წევრი.

ამის შესახებ მან CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

“მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა დღეს არ არის ნატოს წევრი, ის მისი ინტერესებისთვის იმ გაგებით იბრძვის, რომ იცავს სასტიკი რუსული ძალისგან ნატოს ბევრ ქვეყანას. მე ვფიქრობ, რომ უკრაინა იმსახურებს ალიანსში სწრაფი გზის შეთავაზებას”, – თქვა პოლიტიკოსმა.

მისივე აზრით, ეს საკითხი ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინის სახელმწიფო სისტემის გარკვეული პრობლემები.

მორავიეცკიმ ასევე მოუწოდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებიც გეოგრაფიულად დაშორებული არიან რუსეთს, მეტი მხარდაჭერა აღმოუჩინონ უკრაინას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები