ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა კონტრშეტევის დასაწყებად მზადაა

უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად კონტრშეტევის დასაწყებად მზად არის. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „Wall Street Journal-ს“ განუცხადა.

„მტკიცედ გვჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ. არ ვიცი, რამდენი ხანი დასჭირდება, მაგრამ ვაპირებთ ამის გაკეთებას და მზად ვართ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ თვეში განაცხადა, რომ უკრაინას კონტრშეტევის დასაწყებად გარკვეული დრო კიდევ სჭირდებოდა და ქვეყანა დასავლური ჯავშანტექნიკის ჩასვლას უნდა დალოდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები