ფაშინიანი ერდოღანის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება

სომხეთმა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად მოწვევა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია პრემიერ-მინისტრის აპარატზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ცერემონიაზე დასასწრებად ანკარას 3 ივნისს ეწვევა.

შეგახსენებთ, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტად 28 მაისს გამართული არჩევნების მეორე ტურის შედეგად ხელახლა აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები