“უკრაინის წინააღმდეგ ომი პუტინის სტრატეგიული მარცხია” – ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი უკრაინის “სრული სტრატეგიული მარცხი გახდა”.

ამის შესახებ მან ჰელსინკში ვიზიტის დროს თქვა, – წერს Yle.

„უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიული ომი  სტრატეგიული მარცხია“, – თქვა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მუშაობს უკრაინასა და სხვა ქვეყნებთან  მშვიდობიანი გზით ომის დასასრულებლად.

„ჩვენ მხარს დავუჭერთ ბრაზილიის, ჩინეთის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის ძალისხმევას, თუ ისინი დაგვეხმარებიან სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები