“რეალისტები უნდა ვიყოთ, უკრაინა ნატოს უახლოეს პერიოდში ვერ შეუერთდება” – ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესი არ ფიქრობს, რომ უკრაინა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უახლოეს პერიოდში შეუერთდება.
ამის შესახებ მან The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პერსპექტივებზე საუბრისას მინისტრმა ალიანსისკენ გზაზე არსებულ უთანხმოებაზე მიუთითა.
მან აღნიშნა, რომ ნატო, ისევე როგორც ევროკავშირი, არ უნდა იმეორებდეს წარსულის შეცდომებს და არ უნდა აიმედებდეს ზედმეტად ისეთ კანდიდატებს, როგორიცაა უკრაინაა.
„რეალისტები უნდა ვიყოთ და უნდა ვთქვათ: „ეს არ მოხდება ვილნიუსში; ეს არ მოხდება უახლოეს დროში“, – თქვა უოლესმა.
მან თქვა, რომ რიგი ქვეყნები მზად არიან, დადონ ორმხრივი ან მრავალმხრივი “თავდაცვის პაქტები” უკრაინასთან და აიღონ ვალდებულებები ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების განვითარების მიზნით, რათა დარწმუნდნენ, რომ უკრაინაში შეჭრა რუსეთს ან ვინმეს ძვირად დაუჯდება.
უოლესის თქმით, ასეთი ორმხრივი შეთანხმებები შესაძლოა, წარმატებული იყოს რუსეთის შეკავებაში, ვინაიდან „რუსეთის სახმელეთო ძალები, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, საგრძნობლად შესუსტდება“.
მან აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნები აგრძელებენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და დაფინანსებას, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად კიევზე ზეწოლის გარეშე.