რა მოხდება, თუ უკრაინა ნატოში არ შევა – ზელენსკიმ ორი სავარაუდო სცენარი დაასახელა

Ukraine's President Volodymyr Zelenskiy attends a news conference on the first anniversary of Russian invasion of Ukraine, amid Russia's attack on Ukraine, in Kyiv, Ukraine, February 24, 2023. REUTERS/Gleb Garanich

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყველა ქვეყანა, რომელსაც რუსეთთან საერთო საზღვარი აქვს, ევროკავშირსა და ნატოს უნდა შეუერთდეს, რადგან რუსული საფრთხე მუდმივად იარსებებს.

ამის შესახებ მან კიშინიოვში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გამოსვლისას განაცხადა.

„რუსეთს ეშინია ნატოსი და ცდილობს, შთანთქოს მხოლოდ ის ქვეყნები, ვინც უსაფრთხოების საერთო სივრცის მიღმაა. მეზობელ ტერიტორიებზე გაყინული ომები გვაქვს. მაგალითად, რატომ იმყოფება რუსული არმია დნესტრისპირეთში? კრემლს ეს მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ ერთხელაც, მოლდოვაზე შეტევა დაიწყოს”,- თქვა მან.

ზელენსკის თქმით, „ყველა ქვეყანა, რომელიც რუსეთს ესაზღვრება და არ სურს, რუსეთის მიერ იყოს გაგლეჯილი, ევროკავშირსა და ნატოში უნდა გაწევრიანდეს“.

“და ჩვენ გვაქვს მხოლოდ ორი ალტერნატივა – ან ღია ომი ან რუსეთის მიერ ეტაპობრივი ოკუპაცია“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკი ელოდება, რომ უკრაინას ევროკავშირსა და ნატოში რაც შეიძლება მალე მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები