“შეერთებული შტატების ერთ-ერთი პრიორიტეტი მესამე მსოფლიო ომის არიდებაა” – თეთრი სახლი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ბოლო 15 თვის განმავლობაში სამი ძირითადი პრიორიტეტი აქვს, მათგან ერთ-ერთი მესამე მსოფლიო ომის პრევენციაა.

ამის შესახებ ბრიფინგზე აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბიმ თავის ერთ-ერთ პრიორიტეტად უკრაინის მხარდაჭერა დაასახელა და გაიხსენა გამოცხადებული ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი.

მისი თქმით, მეორე პრიორიტეტია ნატოს მოკავშირეების მხარდაჭერა. მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ამერიკულმა მხარემ ევროპაში თავისი ყოფნა 100 000 სამხედრომდე გაზარდა, რომ გარანტირებული იყოს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

„და მესამეა – მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილება… ყველა ვთანხმდებით, რომ ომი, რომელიც ფაქტობრივად ითრევს დასავლეთს, ნატოს და შეერთებულ შტატებს, არა მხოლოდ არ პასუხობს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს, არამედ არც უკრაინელი ხალხის ინტერესებს პასუხობს. ეს არ არის კარგი არც ევროპაში მცხოვრები ხალხისთვის. რასაკვირველია, არც რუსეთის მოსახლეობისთვის არის კარგი”, – განმარტა კირბიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები