“უკრაინის საკითხი ბევრად ადრე უნდა ყოფილიყო მოგვარებული” – ლუკაშენკო

ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეფასებით, რუსეთის ერთადერთი შეცდომა არის ის, რომ მან უკრაინის საკითხი 2014-2015 წლებში “არ გადაჭრა”.

ამის შესახებ მან მინსკში თქვა, სადაც დსთ-ს ქვეყნები სსპეცსამსახურების ხელმძღვანელების 52-ე სხდომა მიმდინარეობს.

„ჩვენი ერთადერთი შეცდომაა, ალბათ, რომ ეს საკითხი 2014-2015 წლებში არ გადავწყვიტეთ, როცა უკრაინას არც ჯარი ჰყავდა და არც მზადყოფნა… ყველას სურდა, როგორმე, მშვიდობიანი გზით გადაჭრილიყო საკითხი. და ამ დროის განმავლობაში, მათ ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალები შექმნეს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

როგორც მან აღნიშნა, იზიარებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პოზიციას, რომ „ომი უკრაინაში 2014 წლამდე დაიწყო“.

„ის არც 2014 წელს დაწყებულა. 2014 წლამდე ბევრად ადრე დაიწყო. ის „ყავისფერი“ გადატრიალება, რომელიც მოხდა, ვნახეთ, როგორ აახლოებდა უკრაინას ამასთან”, – განმარტა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

გარდა ამისა, ბელარუსის ლიდერმა თქვა, რომ დასავლეთი რესპუბლიკის ხელისუფლების შესაცვლელად ძალისმიერ სცენარს ამზადებს.

„რაც შეეხება ბელარუსს, შემიძლია აღვნიშნო, რომ პოლონეთში, ლიეტუვაში და, სამწუხაროდ, უკრაინაში მიმდინარეობს არალეგალური შეიარაღებული ჯგუფების წევრების წვრთნა, არის პირდაპირ ქვეყანაში, მიძინებული ექსტრემისტული ჯგუფების შექმნის მცდელობები. ამას მოწმობს ბოლოდროინდელი ფაქტები. ჩვენთან ძალაუფლების შეცვლის ძალისმიერ სცენარს ამზადებენ. ამას ვხედავთ. ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები