“უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში ერთად იქნებიან” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინისა და მოლდოვას ევროპული ინტეგრაცია ორივე სახელმწიფოს ევროკავშირში გაწევრიანებას გამოიწვევს.

ამის შესახებ მან მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, კოლეგა მაია სანდუსთან ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა სანდუს უკრაინელი ლტოლვილებისა და უკრაინის მხარდაჭერისთვის.

„ჩვენ ერთად ვართ, მხარდამხარ და, რაც მთავარია, ჩვენი მომავალი ევროკავშირშია”, – თქვა ზელენსკიმ.

თავის მხრივ, მაია სანდუმ თქვა, რომ “ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს ევროპულ მომავალზე. უკრაინა დღეს უზრუნველყოფს მოლდოვის უსაფრთხოებას და ჩვენ ძალიან, ძალიან მადლობელნი ვართ ამისათვის”.

მან ასევე მხარი დაუჭირა ე.წ. მშვიდობის ფორმულას უკრაინული ხედვით.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ასევე ცდილობს ნატოში გაწევრიანებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები