გია აბაშიძე – გიორგი არველაძეზე: ჯალათების ხელისუფლების ექსწარმომადგენელი ბედავს და შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს საამაყო, არაპოლიტიზებულ პოლიციას

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი არველაძის პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ „ფეისბუქ“ სტატუსს ეხმიანება, სადაც არველაძე პოლიციელებს  “ძაღლებს” უწოდებს და აღნიშნავს, რომ მათ პოლიციის დღის მილოცვა არ ეკუთვნით.

როგორც აბაშიძე წერს, სასოწარკვეთილი ნაცსექტა იმდენად გამწარებულია საკუთარი პოლიტიკური უნიათობით, თავიანთ წიაღში არსებული არეულ-დარეული ვითარებით, რომ აღარ იციან რა მოიმოქმედონ. შედეგიც თვალსაჩინოა – უკიდურესი გაბოროტება და მარგინალობის ჭაობში ახალი სიღრმეების მონიშვნა.

„ნაცრეჟიმის ყოფილი მაღალჩინოსანი, დროებითად მიტაცებული “იმედის” ექსხელმძღვანელი, გიორგი არველაძე ტიპური “ნეოსავოკია”. როგორიც მისი თანამზარხველები, რომელთა გამოსწორება შეუძლებელია.
ჯალათების ხელისუფლების ექსწარმომადგენელი ბედავს და შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს საამაყო, არაპოლიტიზებულ პოლიციას. თუმცა, რა გასაკვირია? რასაც თავად წარმოადგენს, იგივე წარმოდინდება მისი გამრუდებული სულიდან.
სასოწარკვეთილი ნაცსექტა იმდენად გამწარებულია საკუთარი პოლიტიკური უნიათობით, თავიანთ წიაღში არსებული არეულ-დარეული ვითარებით, რომ აღარ იციან რა მოიმოქმედონ. შედეგიც თვალსაჩინოა – უკიდურესი გაბოროტება და მარგინალობის ჭაობში ახალი სიღრმეების მონიშვნა”, – წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები