მაიკ პენსი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის
აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი მომავალ კვირაში საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პენსი 7 ივნისს აიოვას შტატში სიტყვით გამოვა და წინასაარჩევნო კამპანიის ვიდეორგოლს გამოაქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი იბრძოლებენ.