აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს
აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეს 2021 წლის აგვისტოს შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების რიგით 39-ე პაკეტია.
„პაკეტი მოიცავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, ვინაიდან ისინი, რუსეთის უწყვეტი ავიადარტყმების ფონზე, დიდი სიმამაცით იცავენ უკრაინელ ჯარისკაცებს, სამოქალაქო პირებს და და კრიტიკული საჭიროების ინფრასტრუქტურას“, – ნათქვამია პენტაგონის ინფორმაციაში.
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს:
- დამატებით რაკეტებს Patriot-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემებისთვის;
- AIM-7-ის ტიპის რაკეტებს საჰაერო თავდაცვისთვის;
- Avenger-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს;
- Stinger-ის პორტატულ საზენიტო სარაკეტო სისტემებს;
- დამატებით საბრძოლო მასალას HIMARS-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისთვის;
- 155 და 105 მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს;
- 105 მილიმეტრიან სატანკო საბრძოლო მასალას;
- მაღალი სიზუსტის მართვად საბრძოლო მასალებს;
- Zuni-ს თვითმფრინავის რაკეტებს;
- საბრძოლო მასალებს უპილოტო საფრენი აპარატებისთვის;
- АТ-4-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს;
- 30 მილიონზე მეტ ვაზნას ცეცხლსასროლი იარაღისთვის;
- განაღმვით აღჭურვილობას;
- საბრძოლო მასალის დაბრკოლებების დასაძლევ საშუალებებს;
- ღამის ხედვის მოწყობილობებს;
- სათადარიგო ნაწილებს, გენერატორებს და სხვა საველე აღჭურვილობას.
პენტაგონის განცხადებით, შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას, რათა უკრაინას ჰქონდეს შესაძლებლობები ბრძოლის ველზე მისი უშუალო მოთხოვნილებებისა და უსაფრთხოების გრძელვადიანი დახმარების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.