“ვდგავარ მათ გვერდით, ვინც გუშინ სოხუმში, აფხაზეთში აქციას მართავდა ბანერებით: „აფხაზეთი არ იყიდება“, „ჩვენ არ დავუთმობთ რუსებს“ – პრეზიდენტი

„მე ვდგავარ მათ გვერდით, ვინც გუშინ სოხუმში, აფხაზეთში აქციას მართავდა ბანერებით „აფხაზეთი არ იყიდება“, „ჩვენ არ დავუთმობთ რუსებს“, – ამ სიტყვებით დაასრულა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში საკუთარი სიტყვით გამოსვლა, რასაც ევროპარლამენტარების მხრიდან აპლოდისმენტები და ფეხზე წამოდგომა მოჰყვა.

„როდესაც მე თქვენ მოგმართავთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, მე აგრეთვე მოგმართავთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვისაც, რადგან ეს მომავალი მათთვისაც, ერთადერთი, რომელიც მათ თავისუფლებას, დაცვასა და იდენტობას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები