მაია სანდუ პრეზიდენტად კენჭს მეორე ვადით იყრის

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ 2024 წლის არჩევნებში მეორე ვადით მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში თქვა.

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ხელახალი არჩევნებისთვის ემზადება, რათა მოსახლეობაში შეინარჩუნოს პროევროპული განწყობა და მოსკოვის გამო მხარდაჭერის შემცირება აიცილოს თავიდან.

სანდუმ თქვა, რომ რუსეთი ცდილობს მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას და ასევე ცდილობს, ხელი შეუშალოს ქვეყნის სწრაფვას ევროკავშირში არასტაბილურობის გაღვივებით, პრორუსული პოლიტიკური ძალების მხარდაჭერით და რეფორმების საწინააღმდეგო პროტესტების ორგანიზებით, იმ რეფორმების – რომლებიც მიზნად ისახავს გამჭვირვალობის გაზრდას და კანონის უზენაესობის გაძლიერებას.

სანდუმ ასევე გამოთქვა რწმენა, რომ მოლდოვას შეუძლია, შეუერთდეს ევროკავშირს მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ დნესტრისპირეთში რუსული ჯარები იმყოფებიან.

პოლიტიკოსმა თქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსულმა აგრესიამ ქვეყანაში ნატოში შესვლასთან დაკავშირებით დისკუსია გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკას კონსტიტუციით ნეიტრალური სტატუსი აქვს.

“თავს დაცულად ვერ ვგრძნობთ. დღეს ადამიანების უმრავლესობას სჯერა, რომ საჭიროა ნეიტრალიტეტის შენარჩუნება. მაგრამ ვნახავთ, რა მოხდება 6 თვის, ან ერთი წლის შემდეგ”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები