გერმანიამ რუსეთის საკონსულოებიდან ხუთიდან ოთხი დახურა

გერმანიაში რუსეთის საკონსულოებიდან მუშაობას მხოლოდ ერთი გააგრძელებს, ხუთიდან ოთხი იხურება, – განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, კრისტოფერ ბურგერმა.

„იმუშავებს მხოლოდ ერთი საკონსულო ბერლინში”, – თქვა მან.

ბურგერის განმარტებით, ეს ღონისძიება მოსკოვის მოთხოვნაზე საპასუხო ხასიათს ატარებს, რომელმაც გერმანიას დიპლომატიური მისიის თანამშრომლების 350 კაცამდე შემცირება მოსთხოვა. დიპლომატებს საქმიანობის შესამცირებლად ვადა წლის ბოლომდე ეძლევათ.

ამრიგად, გერმანია დახურავს თავის საკონსულოებს კალინინგრადში, ნოვოსიბირსკსა და ეკატერინბურგში. მისიები მხოლოდ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დარჩება.

აპრილის ბოლოს ბერლინმა 20-ზე მეტი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მოსკოვმა გერმანიის საელჩოს თანამშრომლების სარკისებური გაძევებით უპასუხა და ასევე მოითხოვა რუსეთში გერმანიის მისიებში დასაქმებულთა მაქსიმალური რაოდენობის შემცირება.

ბერლინის დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხს ამზადებს. როგორც მარია ზახაროვამ თქვა, განცხადება უახლოეს დროში გაკეთდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები