მამუკა მდინარაძე: ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს ვუდასტურებ განსაკუთრებულ პატივისცემას

“ყველა პოლიციელს, გმირებს, რომლებიც ყველაზე რთულ, რისკიან, შრომატევად, მაგრამ ამავე დროს საამაყო საქმეს ემსახურება, ვულოცავ პროფესიულ დღეს!”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

“მინისტრ ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს ვუდასტურებ განსაკუთრებულ პატივისცემას, ბევრ წარმატებას და გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრებას ვუსურვებ! #პოლიციელიგმირია”, – წერს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები