ედგარს რინკევიჩი ლატვიის პრეზიდენტად აირჩიეს
ლატვიის სეიმმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად, მომდევნო 4 წლის ვადით, მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩი აირჩია.
ამის შესახებ Delfi წერს.
კერჭისყრა პარლამენტში გაიმართა, სადაც მესამე ტურში მხოლოდ ორი კანდიდატი იყო დარჩენილი – ედგარს რინკევიჩი და ულდის პილენსი. რინკევიჩმა 52 ხმა მიიღო, რაც კანდიდატურის ასარჩევად საკმარისი რაოდენობაა.
საკმარისია ასარჩევად. სოციალ-დემოკრატების ხმებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა, რადგან მათი კანდიდატი ელინა პინტო მეორე ტურის შემდეგ გამოეთიშა.
სეიმისადმი მიმართვისას ახალარჩეულმა პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იმ პარლამენტარებს, ვინც მას დაუჭირა მხარი და მათ, ვინც წინააღმდეგი იყო და პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის უსაფრთხოების, ერთიანობისა და კეთილდღეობისთვის და მჭიდროდ ითანამშრომლებს სეიმსა და მთავრობასთნ.
ვინ შეცვლის რინკევიჩს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე, ჯერჯერობით, უცნობია.
ლატვიის მოქმედმა პრეზიდენტმა, ეგილს ლევიტსმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა.