რუსეთიდან ვაზნების და ტყვიების გატანა აიკრძალა
რუსეთის პრემიერმინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა განკარგულება დაამტკიცა, რომლის მიხედვით, ქვეყნიდან ვაზნების, ასევე გარკვეული კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიების ექსპორტი დროებით იკრძალება.
შესაბამისი ინფორმაცია რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის დამტკიცების ოფიციალურ მიზეზად სახელდება ვლადიმირ პუტინის განკარგულების აღსრულება „გარე ეკონომიკური საქმიანობის სფეროში განსაკუთრებული ეკონომიკური ზომების შესახებ“.
ნათქვამია, რომ აკრძალვა წლის ბოლომდე იქნება ძალაში.
უკავშირდება თუ არა რუსეთის ხელისუფლების ქმედებები საბრძოლო მასალის ნაკლებობას, ჯერჯერობით უცნობია.