დრონების იერიში – კრასნოდარში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა

კრასნოდარის მახლობლად მდებარე სოფელ ნეფტეკაჩკაში, აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.

როგორც კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა ტელეგრამში დაწერა, მომხდარის წინასწარი “მიზეზია დრონების თავდასხმა”.

გუბერნატორის თქმით, აფეთქების შედეგად, მაზუთის გამოხდის ერთ-ერთ ბლოკს ცეცხლი გაუჩნდა.

ცეცხლი 100 კვ/მ-ზე იყო გავრცელებული, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია.

ტელეგრამის არხის Shot-ის ცნობით თავდასხმა ადგილობრივი დროით დილის 03:00 საათზე მოხდა.

ამავე არხის ცნობით, კიდევ ერთი დრონის იერიში ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დაფიქსირდა, თუმცა, მომხდარს ხანძარი არ მოჰყოლია, არც არავინაა დაშავებული.

აღსანიშნავია, რომ აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინის ტერიტორიიდან ძალიან შორს მდებარეობს. ნავთობის გადამუშავებისთვის მისი სიმძლავრე წელიწადში 6,25 მილიონი ტონას შეადგენს. ქარხანა აწარმოებს დიზელის საწვავს, ბუნებრივ ბენზინს, გაზზეთს, მაზუთს და გოგირდს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები