La Repubblica: აშშ-ს სურს, უკრაინაში ომი წელს დასრულდეს
G7 ქვეყნები ომის დასრულების შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობენ.
ამის შესახებ იტალიური გაზეთი – La Repubblica წერს.
გაზეთის ცნობით, შეერთებულს შტატებს სურს, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება წლის ბოლოსკენ მოხერხდეს. ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ ეს შესაძლოა, შემოდგომასაც კი მოხდეს, რადგან ომის გახანგრძლივებამ შესაძლოა, დააზიანოს ჯო ბაიდენის პრეზიდენტად 2024 წელს გადარჩევა.
La Repubblica წერს, რომ იმ დროს, როდესაც ევროპაში განხეთქილება უფრო თვალსაჩინო ხდება, ვაშინგტონი აძლიერებს დიპლომატიურ არხებს, რათა თავიდან აიცილოს კონფლიქტის შემდგომი ვიეტნამიზაციის რისკი.
გაზეთის თანახმად, ამის მიღწევა შესაძლებელია ჩინეთთან ურთიერთობების დათბობის დახმარებით, რომელმაც აშკარა ძალისხმევა მოახდინა მოლაპარაკებების მიმართულებით.
გამოცემის მტკიცებით, შეერთებული შტატები და ევროკავშირი ზელენსკის მოუწოდებენ, შეარბილოს ის პირობები, რომლებზეც ის მზად იქნება მოლაპარაკებისთვის.