ISW: პუტინი ამცირებს მოსკოვზე დრონების თავდასხმის მნიშვნელობას, რადგან პასუხის გაცემის მცირე შესაძლებლობა აქვს
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების ყოველდღიური მოხსენების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ცდილობს, შეამციროს მოსკოვზე დრონების თავდასხმის მნიშვნელობა, რადგან ასეთ შემთხვევაში მან პასუხი უნდა გასცეს, რისი მწირი შესაძლებლობა აქვს.
ISW წერს, რომ პუტინმა ამ თავდასხმას უწოდა “კიევის პასუხი რუსეთის სავარაუდო თავდასხმაზე უკრაინის სამხედრო დაზვერვის შტაბ-ბინაზე”, რომელიც “ორი-სამი დღის წინ” მოხდა. ამასთანავე, მსგავსი ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტროსაც კი არ გაუვრცელებია, არც ფაქტის რაიმე დამოუკიდებელი მტკიცებულება არსებობს.
ISW-ის ცნობით, ამაზე საუბარი მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთი უკვე ახორციელებს საპასუხო მოქმედებებს და ახალი ქმედებები, თითქოს, საჭირო არ არის.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პუტინი მუდმივად პასუხობდა უკრაინის რეალურ ან სავარაუდო ქმედებებს, სარაკეტო და დრონებით იერიშით, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ მისი არმია ვერ ახერხებს გადამწყვეტი შედეგების მიღწევას ბრძოლის ველზე.