ბლინკენმა თურქეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაასრულოს შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცესი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თურქეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაასრულოს შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცედურა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
როგორც მან აღნიშნა, სკანდინავიურმა ქვეყანამ უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ანკარას წინააღმდეგობის გადასაჭრელად მის წევრობასთან დაკავშირებით.
ბლინკენმა ასევე უარყო წინადადება, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია თურქეთის მიერ შვედეთის ნატოში გაწევრიანებას ანკარასთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვას უკავშირებს.
„ჩვენ გვჯერა, რომ დროა და არ არსებობს მიზეზი, რომ წინ არ წავიწიოთ. თურქეთმა მნიშვნელოვანი და ლეგიტიმური შეშფოთება გამოთქვა. შვედეთმა და ფინეთმა მიმართეს ამ შეშფოთებას. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ პროცესის დასრულებას მომდევნო კვირებში. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს შეიძლება მოხდეს, ასეც უნდა იყოს და მოველით, რომ ასე იქნება“, – განაცხადა ბლინკენმა.