იენს სტოლტენბერგი: დასავლეთის ქვეყნები არ იღლებიან უკრაინისთვის დახმარების გაწევით
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნები არ იღლებიან უკრაინისთვის დახმარების გაწევით.
როგორც ოსლოში, ნორვეგიაში გამართულ ღონისძიებაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა აღნიშნა, უკრაინის მხარდაჭერა „ძლიერდება“.
„ჩვენს დემოკრატიულ ქვეყნებში, ნატოს ქვეყნებსა და პარტნიორებში, ჩვენი მხარდაჭერის კუთხით, ყველა მზადაა, დაღლილობის ნიშნები ჯერჯერობით არ გვინახავს. ნატოს მოკავშირეებში, როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში უკრაინის მიმართ ძლიერი მხარდაჭერაა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ არის „სხვადასხვა ხმები“ და მოსაზრებები უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე, უპირატესად რჩება „პოლიტიკური ნება უკრაინის გვერდით დგომისა“.