უკრაინამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 79 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 79 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა.

როგორც რეინტეგრაციის სამინისტროში განაცხადეს, ცხედრების გადმოსვენება ჟენევის კონვენციების ნორმების შესაბამისად ხორციელდება.

სამინისტროში დასძინეს, რომ დაღუპულების ცხედრებს ოჯახებს გადასცემენ.

მაისის დასაწყისში დაღუპული ჯარისკაცების 80 ცხედრის დაბრუნება მოხერხდა, 14 აპრილს – 82 ცხედრის გადმოსვენება მოხდა, 24 მარტს – 83-ის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები