პოლონეთი 1-ელი ივნისიდან რუსეთისა და ბელარუსის სატვირთო მანქანებისთვის საზღვარს ჩაკეტავს

პოლონეთმა ბელარუსის 365 მოქალაქის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა, რომელთა შორის 150-ზე მეტი დეპუტატია, ასევე, შეაჩერა სასაზღვრო მიმოსვლა ბელარუსსა და რუსეთში რეგისტრირებული სატვირთო მანქანებისთვის.

ამის შესახებ ქვეყნის შსს-ში განაცხადეს.

”ეს ადამიანები ხელს უწყობდნენ ბელარუსის რეჟიმს, ასევე, ლეგიტიმაციას უწევდნენ და მხარს უჭერდნენ მინსკის ხელისუფლების რეპრესიულ პოლიტიკას”, – აღნიშნეს უწყებაში.

სამინისტროში განმარტეს, რომ სანქციების ქვეშ მყოფ ყველა პირს აეკრძალება პოლონეთში და შენგენის ზონაში შესვლა, ასევე, მათი აქტივები გაიყინება.

შსს-ს განცხადებით, ეს ნაბიჯი წარმოადგენს ანჯეი პოჩობუტის საქმეზე სასჯელის ძალაში დატოვებაზე პასუხს.

პოჩობუტი არის პოლონელ-ბელარუსი ჟურნალისტი, რომელსაც ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის კრიტიკისთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

გასულ კვირას ბელარუსის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი საჩივარი და განაჩენი ძალაში დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები