“უკრენერგო”: უკრაინის ენერგოსისტემის ობიექტებზე უკვე 1200-ზე მეტი რაკეტა და დრონია გაშვებული

უკრაინის ენერგეტიკული სისტემის ობიექტებზე 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტამდე რუსმა ოკუპანტებმა 1200-ზე მეტი რაკეტა და დრონი გაისროლეს.

ამის შესახებ Forbes-თან ინტერვიუში “უკრენერგოს” ხელმძღვანელმა, ვლადიმერ კუდრიცკიმ თქვა.

მისი თქმით, ამ თავდასხმების შედეგად, უკრაინის ენერგოსისტემამ სიმძლავრის, დაახლოებით, 40-50% დაკარგა.

ამ სირთულეებთან გამკლავებაში “უკრენერგოს” ეხმარებიან ქვეყნის დასავლელი პარტნიორები, საიდანაც კომპანიამ, დაახლოებით, 600 მილიონი ევროს ოდენობით სესხები და გრანტები მიიღო.

ამ დონორებს შორის არის – მსოფლიო ბანკი, EBRD, USIAD და სხვა ფინანსური ინსტიტუტები.

ასევე, დიდი თანხები პირდაპირ ევროპული ქვეყნებიდან მოდის.

მაგალითად, გასული წლის ბოლოს ნიდერლანდების მთავრობამ “უკრენერგოს” 70 მილიონ ევროზე მეტი გრანტი გამოუყო ტექნიკის აღდგენისა და შესყიდვისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები