ფოთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა ფოთში. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოთში, მორიგი პრევენციული ღონისძიების გატარების შედეგად, მოქალაქეთა ორგანიზებული ჯგუფი დააკავეს.მდინარე მალთაყვაზე, პალიასტომისა და მდინარე კაპარჭას შესართავთან, ისინი ელექტროშოკური აპარატითა და თევზჭერისათვის აკრძალული სხვა იარაღებით ეწეოდნენ თევზების მასობრივ განადგურებას.მომხდართან დაკვაშირებით, მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები