ოკუპანტებმა დნიპროში საავადმყოფო დაბომბეს – ორი დაღუპული და ათობით დაშავებულია

რუსმა ოკუპანტებმა დნიპროში საავადმყოფო დაბომბეს, რასაც, სულ მცირე, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 25 დაშავდა.

აღნიშნულია, რომ ჰოსპიტალიზებულია 19 პირი, მათ შორის ორი ბავშვია, 4 დაშავებული ამბულატორიულად მკურნალობს, ასევე, 3 დაკარგულია.

ადგილზე მაშველები მუშაობენ, ცეცხლი მოდებულია პოლიკლინიკის 1 ათას კვადრატულ მეტრს. სამსართულიანი შენობა ნაწილობრივ დანგრეულია.

ასევე, სარაკეტო იერიშის შედეგად, დაზიანებულია ვეტერინარული კლინიკა კერძო სახლები და კორპუსები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები