კრასნოდარი დრონებით დაიბომბა
რუსეთის ქალაქი კრასნოდარი გამთენიისას დრონებით დაიბომბა.
ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ადასტურებს.
ტელეგრამის არხი Baza აზუსტებს, რომ იერიში ორი დრონით იქნა მიყენებული. მათგან ერთი ჩამოგდებულია, მეორემ კი, სავარაუდოდ, მიზანს მიაღწია.
ადგილობრივები ამბობენ, რომ გაჩნდა ხანძარი.
კრასნოდარის მერმა, ევგენი ნაუმოვმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანდა საოფისე შენობა და საცხოვრებელი კორპუსი – ჩამტვრეულია მინები, დაზიანდა სახურავი.
მსხვერპლი არ ყოფილა.