ოკუპანტებმა უკრაინა დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით უკრაინაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს, რომელიც 25 მაისს, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე დაიწყო და 26 მაისის 05:00 საათამდე გაგრძელდა.

ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს.

„ამჯერად, მტრის დარტყმები აღმოსავლეთით გადაინაცვლა. მათი სამიზნე იყო უკრაინის თავდაცვის ძალების ობიექტები, ასევე, კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტები“, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინელი სამხედროების ცნობით, სულ დაფიქსირდა სხვადასხვა ტიპის 17 რაკეტის და 31 დრონის გაშვება.

კერძოდ, კასპიის ზღვის ტერიტორიიდან გაშვებულია 10 ფრთოსანი რაკეტა X-101/X-555; ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებული ნაწილიდან გაშვებული იყო 7 საზენიტო მართვადი რაკეტა S-300/S-400; ირანული წარმოების 31 დრონი “შაჰედ-136/131” სამხრეთ და ჩრდილოეთ მიმართულებით.

აღნიშნულია, რომ 10-ვე ფრთოსანი რაკეტა, ასევე, 25 დრონი განადგურებულია.

ამავდროულად, რამდენიმე რაკეტამ და დრონმა ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში სამიზნემდე მაინც მიაღწია.

დაბომბვის შედეგებზე ინფორმაცია ზუსტდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები