ლუკაშენკო: რუსეთიდან ბელარუსში ბირთვული იარაღის გადატანა უკვე დაწყებულია

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, გარკვეული ტაქტიკური ბირთვული იარაღის რუსეთიდან ბელარუსში გადატანა უკვე დაიწყო. ამის შესახებ „გარდიანი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.

„ჩვენ უნდა მოგვემზადებინა შესანახი ადგილი და ასეთი რამეები. ჩვენ ეს გავაკეთეთ, ამიტომ, ბირთვული იარაღის გადატანა უკვე დაწყებულია“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

მანამდე რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებმა ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი ბირთვული იარაღი განთავსდება ბელარუსში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები