კულტურის სამინისტრომ, თბილისსა და რეგიონებში ვიზუალური ხელოვნების სფეროში შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობის მიზნით, კონკურსი გამოაცხადა

დღეს, 25 მაისს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ – „ვიზუალური ხელოვნების სფეროში შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“ – კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის პირობებისა და ვადების შესახებ ბრიფინგზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ისაუბრა.
„სამინისტრომ კონკურსისთვის 60 000 ლარი გამოყო და მისი მიზანია: საქართველოს ვიზუალური ხელოვნების ფართო სპექტრის (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება, ფოტოგრაფია, მულტიმედია, პერფორმანსი, სივრცული ინსტალაცია და თანამედროვე ხელოვნების სხვა მიმართულებები) პოპულარიზაცია; ადგილობრივი სახელოვნებო სცენის განვითარება; თბილისსა და რეგიონებში გამოფენების და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების (სამუშაო შეხვედრა/ვორქშოფი, მასტერკლასი, ტრენინგი, სემინარი, კონფერენცია, ღონისძიების ფარგლებში ბეჭდური პროდუქციის შექმნა და სხვა ტიპის აქტივობები) ხელშეწყობა; ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება.
კულტურის სამინისტრომ ამავე კონკურსისთვის 2022 წელსაც 60 000 ლარი გამოყო, რომლის ფარგლებშიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში (სულ შვიდი), კონკურსში გამარჯვებულმა შვიდმა ორგანიზაციამ მოაწყო გამოფენები და ჩაატარა ექსპოზიციებთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიება (ოთხი სამუშაო შეხვედრა, ორი ტრენინგი, ორი კონფერენცია, ერთი ჩვენება და სხვა).
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. კონკურსანტს კონკურსში შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარმოდგენა. კონკურსში, შესაძლოა, უპირატესობა მიენიჭოს:
ა) ინოვაციურ პროექტს, რომლის კონცეფცია გამოირჩევა თანამედროვე ხედვითა და აქტუალურობით;
ბ) რეგიონებში – ადგილობრივ ხელოვანთა მონაწილეობით გამორჩეულ პროექტს;
გ) პროექტს, რომლის წარმომდგენ კონკურსანტსაც აქვს შესაბამისი მიმართულებით პროექტის/ების განხორციელების გამოცდილება;
დ) პროექტს, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორების ფინანსურ ან სხვა ტიპის თანამონაწილეობას.
საკონკურსო პროექტის დაწყების თარიღად განისაზღვრა არაუადრეს 2023 წლის 29 ივნისი, ხოლო დასრულების თარიღად – არაუგვიანეს 2023 წლის 1-ელი ნოემბერი.
საკონკურსო განცხადებები მიიღება 2023 წლის 25 მაისიდან 2023 წლის 5 ივნისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4 ნაბეჭდი სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge – ელექტრონულად. კონსულტაციები შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზით, ტელ. N: 032 2022229 ან 577 502 762 (სამუშაო საათების განმავლობაში).
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე არაუგვიანეს 2023 წლის 19 ივნისისა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/hwqWxUzY

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები