გივი მიქანაძე – ხავიერ კოლომინაზე: მას მიეწოდა ინფორმაცია იმ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომლებიც მმართველი გუნდის ინიციატივით მიმდინარეობს

„ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი, როგორც ჩანს, ბოლომდე არ იყო ინფორმირებული იმ საკითხებზე, რომლებიც რეფორმების განხორციელებასა და მიმდინარეობასთანაა დაკავშირებული”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ საქართველოში ხავიერ კოლომინას ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კოლომინას მიეწოდა ინფორმაცია იმ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომლებიც მმართველი გუნდის ინიციატივით მიმდინარეობს.

“შემდგომ მას ჰქონდა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც მას მიეწოდა ინფორმაცია იმ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომლებიც, მმართველი გუნდის ინიციატივითა და თაოსნობით, თითქმის წელიწადია, ოპოზიციის ნაწილთან ერთად პარლამენტში მიმდინარეობს, ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმები, რომელიც პარლამენტმა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით განახორციელა და მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ამ საკითხთან მიმართებით არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს“, – განაცხადა მიქანაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები