საქართველოს იუსტიციის მინისტრი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს შეხვდა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ კარიმ ხანთან შეხვედრაზე თანამშრომლობის შედეგად მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები შეფასდა. ასევე, განხილულ იქნა თანამედროვე სამხედრო კონფლიქტების შედეგად არსებული გამოწვევები.
უწყების ცნობით, საერთაშორისო სასამართლოებში თანმიმდევრული სტრატეგიული სამართალწარმოება იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია და სახელმწიფოს ინტერესების დაცვა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.