მეუფე ნიკოლოზი: ჩემი ვიზიტი მოსკოვში დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი

“ჩემი ვიზიტი მოსკოვში დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი და ბილეთებიც დიდი ხნით ადრე მქონდა შეძენილი”, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნიდან გასვლა-ჩამოსვლა პატრიარქთან შეთანხმებული ჰქონდა.

„ქვეყნიდან გასვლა და ჩამოსვლა შეთანხმებული მქონდა პატრიარქთან, მაგრამ ბოლო მოვლენები, რაც განვითარდა, არ მქონდა შეთანხმებული. ანუ, რომ ჩამოვედი მოსკოვში, მერე მივიღე გადაწყვეტილება – შემომთავაზეს წირვაზე დასწრება, მე არ ვუთხარი უარი და გავაფრთხილე კიდეც რუსეთის საპატრიარქო, რომ მე პატრიარქთან ამის შეთანხმებას ვერ მოვასწრებდი. მათ ეს იცოდნენ და მე პირადად მივიღე მონაწილეობა. დელეგაცია არ არის ჩამოსული. მე მარტო ვარ და ამ ჩამოსვლას სხვა მიზნები ჰქონდა“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

დღეს გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს რომ მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში იმყოფება რუსეთის პატრიაქრისთვის ანგელოზის დღის მისალოცად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები