რუსული ტყვეობიდან სამშობლოში კიდევ 106 უკრაინელი სამხედრო დაბრუნდა

უკრაინამ ტყვეობიდან კიდევ 106 სამხედრო დააბრუნა.

ამის შესახებ ტელეგრამში უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა დაწერა.

“ესენი არიან მეომრები ბახმუტის მიმართულებიდან, მათგან 8 ოფიცერია, 98 ჯარისკაცი და სერჟანტია”, – დაწერა ერმაკმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ყველა უკრაინელი სახლში დაბრუნდება.

“ჩვენ ამაზე მუშაობას ვაგრძელებთ და ყოველი გაცვლა სულ უფრო გვაახლოებს ამ მიზანთან”, – აღნიშნა მან.

რუსული ტყვეობიდან სულ 2430 პირია დაბრუნებული, მათგან 139 მშვიდობიანი მოქალაქეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები