“შეგვიძლია, ვთქვათ, რომ რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებული აღარ ვართ” – ევროკომისიის წარმომადგენელი
ევროკავშირმა რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების დაძლევა გაზის მოხმარების შემცირების გეგმის წყალობით შეძლო.
ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, ტიმ მაკფიმ ბრიფინგზე განაცხადა.
“ბოლო ერთი წლის განმავლობაში ევროპამ რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირების ამბიციური გეგმა განახორციელა. ახლა შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მათზე დამოკიდებული აღარ ვართ”, – თქვა მან.
ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირმა შეწყვიტა რუსული ნახშირის იმპორტი, ხოლო რუსული ნავთობი, უკრაინაში შეჭრამდე არსებული მოცულობასთან შედარებით, მცირე რაოდენობით დარჩება.
მან ასევე დაამატა, რომ „რუსული გაზი ევროპის ბაზრიდან სწრაფად ქრება“.
ევროკავშირის გეგმა, რომელიც გასული წლის აგვისტოდან ამოქმედდა და კავშირის მასშტაბით 15%-ით გაზის მოხმარების შემცირებას გულისხმობდა, 2023 წლის მარტამდე უნდა შესრულებულიყო.