“უკრაინას თავდაცვის შესყიდვებს ნატოს ქვეყნების მოდელზე გადაჰყავს” – რეზნიკოვი
უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შესყიდვებს თავდაცვის შესყიდვების სააგენტო განახორციელებს.
ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
„ეს გადაწყვეტილება თავდაცვის დეპარტამენტს ერთი ნაბიჯით მიუახლოებს ნატოს სტანდარტებსა და პროცედურებთან, ხელს შეუწყობს საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად გამოყენებას და შეამცირებს შეიარაღებული ძალებისთვის საჭირო საქონლის მიწოდების დროს“, – თქვა მან.
თავის მხრივ, რეზნიკოვის მოადგილემ, დენის შარაპოვმა განაცხადა, რომ ამიერიდან საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების ცენტრალიზებულ შესყიდვებს ერთიანი ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს.
თავდაცვის შესყიდვების სააგენტო 2022 წლის ივლისში, თავდაცვის შესყიდვების შესახებ კანონის შესაბამისად შეიქმნა, რომელიც ძალაში ორი წლით ადრე შევიდა. სტრუქტურა, რომელიც შეიქმნა ნატოს მხარდაჭერისა და მომარაგების სააგენტოს მიხედვით, მიზნად ისახავს უკრაინის მიერ იარაღის შესყიდვის გამჭვირვალობას და კორუფციის აღმოფხვრას.