სომხეთის თავდაცვის მინისტრი კუხო-ს საბჭოს სხდომაზე მინსკში არ ჩავიდა
სომხეთის თავდაცვის მინისტრი, სურენ პაპიკიანი მინსკში, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ხელშეკრულების (კუხო) თავდაცვის მინისტრთა საბჭოს სხდომა არ ჩავიდა.
პაპიკიანის ნაცვლად, ბელარუსში სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, არტაკ ონოიანი გაემგზავრა.
ამასთან, როგორც სომხეთის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის მდივანმა, არტურ ხოჰანისიანმა განაცხადა, მინისტრი საბჭოს სხდომას “ტექნიკური და არა პოლიტიკური მიზეზით არ ესწრება”.
მისი თქმით, ორგანიზაციიდან სომხეთის გასვლის პროცესი არ მიმდინარეობს.
„ამას არანაირი კავშირი არ აქვს სომხეთისა და კუხო-ს ურთიერთობასთან. დეტალები არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური კონტექსტი არ არის, ეს არის რაღაც ტექნიკური საკითხები. ეს არ არის დაკავშირებული კუხო-სთან“, – განაცხადა მან.