კახა კალაძე: 26 მაისი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეა და, ცხადია, უნდა იყოს ქართული დროშები

თბილისის მერი, კახა კალაძე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად პარლამენტის შენობის ფასადის გაფორმებასთან დაკავშირებულ კრიტიკას გამოეხმაურა.

„26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეა და, ცხადია, უნდა იყოს ქართული დროშები. მეორე, ასევე მნიშვნელოვანი საკითხი – ყველა დამოუკიდებლობის დღეს ჰქონდა შესაბამისი სლოგანი და შესაბამისი შინაარსის კამპანია მიმდინარეობდა. არ ვიცი ეს სიბინძურე და სპეკულაციები რას ემსახურება“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობის ფასადის გაფორმებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან კრიტიკული განცხადებები გაკეთდა. მათი თქმით, საკანონმდებლო ორგანოს ფასადის გაფორმებაში ევროკავშირის დროშა გამოყენებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები