“საზოგადოებამ ერთმანეთისგან არ უნდა განასხვაოს „ნაცმოძრაობა“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ – ირაკლი კობახიძე
„საზოგადოებამ ერთმანეთისგან არ უნდა განასხვაოს „ნაცმოძრაობა“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის აზრით, არ შეიძლება, კონკრეტული პარტიები, რომლებიც „კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენენ, შეიფუთონ – როგორც შუაშისტური ძალები.
„საზოგადოებას მინდა, ვუთხრა ერთი რამ – არ უნდა მოხდეს „ნაცმოძრაობისა“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობის ერთმანეთისგან გარჩევა. არის რამდენიმე პოლიტიკური პარტია – იგივე „გირჩი“, გახარიას პარტია, „ლელო“ და ა. შ. ეს ყველაფერი არის კოლექტიური.
არ შეიძლება, კონკრეტული პარტიები, რომლებიც სინამდვილეში არიან „ნაცმოძრაობა“, შეიფუთონ, როგორც არა – „ნაცმოძრაობა“ და ერთგვარი შუაშისტური პარტიები. ამ ნაწილში ვიზიარებ ამ მოსაზრებას. თუ ამაზეა საუბარი, ეს არის ლოგიკური დასკვნა“, – განაცხადა კობახიძემ.