“26 მაისი არის სწორედ ის დღე, რომელიც თავიდან ბოლომდე უნდა იყოს აგებული ეროვნულ სიმბოლიკაზე” – ირაკლი კობახიძე

“ეს არის კიდევ ერთი მორიგი ანტისახელმწიფოებრივი სპეკულაცია: 26 მაისი არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, რომლის ერთადერთი სუბიექტი არის ქართული სახელმწიფო და მისი დამოუკიდებლობა. შესაბამისად, 26 მაისი არის სწორედ ის დღე, რომელიც თავიდან ბოლომდე უნდა იყოს აგებული ეროვნულ სიმბოლიკაზე”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„ერთადერთი გამონაკლისი იყო შარშანდელი წელი, რაც უკავშირდებოდა იმას, რომ ჩვენ ერთი თვით ადრე შევიტანეთ განაცხადი კანდიდატის სტატუსზე. არც მანამდე წინა ხელისუფლების დროს, არც მომდევნო წლებში არასდროს სხვა ელემენტი არ იყო ჩართული ამ დღის გაფორმებაში. აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია, რომ მხოლოდ სახელმწიფო ეროვნული ატრიბუტიკა გამოიყენება ამ დღეს.

პირიქით, მინდა გავიხსენო ერთადერთი რამ: ჩვენს ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც Facebook-ზე უყენიათ ე.წ. ჩარჩო, სადაც გამოსახულია ევროკავშირისა და უკრაინის დროშები. არავითარი საქართველო, არავითარი ქართული დროშა. ეს არის მათი დამოკიდებულება. ესენი არიან უსამშობლო ადამიანები. რატომ არ არის გამოსახული მათ ჩარჩოებზე საქართველოს დროშა, ამაზე გასცენ პასუხი „ნაციონალებმა“ და ფსევდოლიბერალებმა“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები